დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური და ნორმატიული ხასიათის სამართლებრივი აქტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან, სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის (წერილი, განცხადება, საჩივარი და სხვა) განხილვა და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების თაობაზე;
თ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
ი) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვული სხვა უფლებამოსილების განხორციელება