დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად სოციალური დაცვის პროგრამების პროექტების შემუშავება;
გ) სოციალური დაცვის სფეროში მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
დ) პროგრამებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის პროექტების შემუშავება;
ე) სოციალური დაცვის პროგრამების მართვა და შედეგების მონიტორინგი;
ვ) სოციალური დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაუჩერის ფორმის, მისი გაცემისა და გამოყენების წესის პროექტების მომზადება;
ზ) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი პროგრამების განხილვა და ანალიზი;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
ი) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;
კ) მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებით დაინტერესებულ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, შესაბამისი პროექტების მომზადებასა და განხორციელებაში ხელშეწყობა;
ლ) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება