დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) შესაბამის ორგანოებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა (შემდგომში – დევნილთა)   ნაკადების რეგულირების, მათი დასაქმების, დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზების, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა, მონიტორინგი და მათი უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა მონაცემთა ბაზის შექმნაში მონაწილეობის მიღება;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში მყოფ შენობებში მცხოვრებ დევნილთა აღწერის ორგანიზებასა და საცხოვრებელი ფართების იდენტიფიცირებაში მონაწილეობა;

ვ) დევნილთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით სამართლებრივი ბაზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დევნილთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით;

თ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;

ი) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების  განხორციელებ