დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) შესაბამის ორგანოებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შედეგად ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებული ოჯახების დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზებისა და მათი ადგილზე ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნის ხელშეწყობა;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა, მონიტორინგი და მათი უფლებების დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
დ) სტიქიით დაზარალებულთა საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, სხვა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) სტიქიის შედეგად დაზარალებულთა სოციალური და სამართლებრივი უფლებების დაცვის მიზნით სამართლებრივი ბაზის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა;
ზ) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება