დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში შრომითი, ჯანმრთელობისა და სოციალური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო/ადგილობრივი/ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მათ შორის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამებით, მათ შორის კერძო სადაზღვევო/კორპორატიული დაზღვევის ფარგლებში პაციენტსა და საყოველთაო ჯანრთელობის დაცვის განმახორციელებელ ორგანოს შორის, პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, ასევე რეგიონში სამედიცინო ბაზარზე არსებულ სხვა სუბიექტებს შორის წარმოშობილი დავის განხილვა, მედიატორის ფუნქციის განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში კონფლიქტების არსებობის შემთხვევაში მედიატორის ფუნქციის განხორციელება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
დ) პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა;
ე) მედიაციის პროცესში ჩართული ნებისმიერი მხარისათვის მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და დასაბუთებული რეკომენდაციის შემუშავება;
ვ) სახელმწიფო/ადგილობრივი/ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
ზ) სახელმწიფო სამედიცინო/სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში მზღვეველსა და სამედიცინო პროვაიდერს შორის სწორი კომუნიკაციის ხელშეწყობა, მედიატორის ფუნქციის განხორციელებისათვის სხვა ღონისძიებების გატარება;
თ) სამედიცინო საქმიანობაში ჩართულ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი სისტემატური ინფორმირება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ კანონმდებლობასა და მოქმედი პროგრამების თაობაზე;
ი) მოსახლეობის სისტემატური ინფორმირება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში არსებული სამართლებრივი აქტებით მინიჭებული შეღავათებისა და პრივილეგიების შესახებ;
კ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა საჯარო და კერძო დაწესებულებებთან ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით;
ლ) მოქალაქეთა მიღება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება