სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, სამინისტროს ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საჭირო ინვენტარითა და საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა, მათი მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროში ჩატარებული ქონების ინვენტარიზაციის საკითხებში მონაწილეობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და ავტომატიზირებული სისტემით მომსახურება;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის საბჭოს სხდომების, მინისტრის თათბირებისა და სამინისტროს მიმდინარე საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობაში სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა;
ი) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
კ) სამსახურეობრივ საკითხებზე სამინისტროს თანამშრომელთა გადაადგილების უზრუნველყოფა;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებ