1. განყოფილებაში საჯარო სამსახურს ეწევიან მთავარი სპეციალისტები (შემდგომში-მთავარი სპეციალისტი).

2. მთავარ სპეციალისტს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. მთავარი სპეციალისტი ანგარიშვალდებულია განყოფილების უფროსის წინაშე.

4. მთავარი სპეციალისტი:

ა) ასრულებს განყოფილების უფროსის დავალებებს;

ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციისა და მატერიალური საშუალებების დაცვა-შენახვაზე;

დ) ხელს უწყობს განყოფილებაში დაგეგმილი ღონისძიებების გატარებას;

ე) იხილავს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას;

ვ) ამზადებს და  განყოფილების უფროსს წარუდგენენ წინადადებებს ჩასატარებელი სამუშაოების  შესახებ;

ზ) პერიოდულად განყოფილების უფროსს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

თ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

დანართი №2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის დებულე