ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2014 წლის 21 ივლისი ქ. ბორჯომი |
|
2. სამსახური წარმოადგენს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას მოქმედებს გამგეობის სახელით და რომელიც ვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დედგენილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
4. სამსახურის მისამართია: ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. №5.
2. მიზანია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა პერსპექტიული განაშენიანების განვითარების თვალსაზრისით;
3. ამოცანები:
ა) ბორჯომის მუნიციპალიტეტის საერთო სივრცით-ტერიტორიული სურათის ასახვა, ანალიზი და შემდგომი განახლება;
ბ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვითარების გეგმაზომიერი და მეთოდური მოწესრიგება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის თვალსაზრისით;
გ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის სამშენებლო საქმიანობაზე პირდაპირი კონტროლის დამყარება;
დ) ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პერსპექტიული განაშენიანების ხედვის ჩამოყალიბება და ასახვა;
2. საერთო სურათის ყოველდღიური ანალიზი, კრიტიკული წერტილების დადგენა და ინფორმაციის მომზადება მუნიციპალიტეტის გამგებელთან წარსადგენად;
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულებების საფუძველზე მოამზადოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესები;
4. დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული „განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად განახორციელოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების საკითხების რეგულირება;
5. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე დასვას საკითხი ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობის სქემის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებათა ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის დოკუმენტაციათა შემუშავებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ;
6. კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ზედამხედველობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუავებისა და ქალაქთმშენებლობის პროცესზე;
7. უზრუნველყოს დასახლებათა სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების შეთანხმება;
8. განახორციელოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპების დაცვა;
9. მოამზადოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტები საჯარო განხილვისათვის;
10. მოამზადოს და ინვესტორებზე (დამკვეთებზე) გასცეს შენობა-ნაგებობის დაპროექტებაზე, ასევე სივრცითი მოწყობის დაგეგმვის დოკუმენტაციათა დამუშავებაზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები;
11. გაცემული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესაბამისად განიხილოს და შეითანხმოს შენობა-ნაგებობების (მათ შორის ხაზოვანი ობიექტების), მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტები და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციები;
12. კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვით გასცეს მშენებლობის ნებართვები მისი კომპეტენციის ფარგლებში;
13. განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი, მის კონტროლს დაქვემდებარებული, სამშენებლო ობიექტების სისტემატური შემოწმება;
14. უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო წესრიგის დაცვა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე.
2. სამსახურის ქვედანაყოფებია:
ა) ინფრასტრუქტურის და სივრცითი მოწყობის განყოფილება;
ბ) არქიტექტურის და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილება;
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილებები შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
2. სამსახურის უფროსის უფლებები:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
გ) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმებს.
დ) ამტკიცებს სამსახურის განყოფილებების სამუშაო გეგმებს.
ე) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მოხელეებს შორის.
ვ) უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.
ზ) იბარებს და აფასეს სტრუქტურული ქვედანაყოფების და/ან მოხელეებისანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ.
თ) კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციათა დამუშავებაში;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ფუნქციებს და უფლებამოსილებებს.
კ) ექვემდებარება მუნიციპალიტეტის გამგებელს, ახორციელებს სამსახურის მენეჯმენტს, უწევს მართვას და კონტროლს მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში;
3. სამსახურის საჯარო მოხელეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის უფროსის წარდგინებით;
4. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის წინაშე, რომელიც ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
5. სამსახურის პროფესიული საქმიანობის კოორდინაციას და მეთოდურ ხელმძღვანელობას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახური;
6. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქცინირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება.
2. მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო სისტემის შექმნას და განვითარებას.
3. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას.
4. მშენებლობის ნებართვის თაობაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებების პროექტების შემუშავებას.
5. მშენებლობის ნებართვა გაცემული, ლეგალიზებული, შეთანხმებული და ა.შ. დოკუმენტაციის დამუშავება და დაარქივება;
6. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქცინირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება.
2. მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა.
არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა;
4. წინადადებების დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მომზადების ორგანიზება.
5. არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოება;
6. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული და სამსახურის ფუნქცინირებისათვის საჭირო სხვა დავალებების შესრულება.
2. სამსახურის საქმიანობის კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.