სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო“-ს აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№06/162
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს”

აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დირექტორატი იწვევს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” აქციონერებს სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” აქციონერთა მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 12 აგვისტოს 17:00 საათზე ბანკის იურიდიულ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, 0105, ლეონიძის (ყოფ. კიროვის) ქ. №1.

 

დღის წესრიგი:

1. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” დირექტორატის წლიური ანგარიში.

2. სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” გარე აუდიტის შედეგების შესახებ.

3. 2013 წლის მოგების განაწილების შესახებ.                                                                                                                                                             

4. საკითხის გადაწყვეტა სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა კოსტავა, №65, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.10.13.041.030 და საკითხის გადაწყვეტა სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა კოსტავა, 67-ის მიმდებარედ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.10.13.041.021.

5. საკითხის გადაწყვეტა შპს „სიგმა-გეო“-საგან (საიდენტიფიკაციო კოდი 404883211) უძრავი ქონების ყიდვის შესახებ, მდებარე: ქ. თბილისი, გამზირი ქ. წამებული, / ბოჭორმის ქ. №50/18, (ნაკვეთი 41/17).                                                                                                                                                      

დღის წესრიგთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს“ დირექტორატში.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან ის აქციონერები, რომლებიც 2014 წლის 11 ივლისის 18:00 საათის მდგომარეობით რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“. მსურველებს ამ ფაქტის შემოწმება შეუძლიათ 2014 წლის 01 აგვისტოს 10:00 საათიდან 2014 წლის 11 აგვისტოს 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ჭავჭავაძის გამზ., №74ა. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“.

 

გენერალური დირექტორი  სამირ ველიევი