ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2014 წლის 22 ივლისი ქ. ახალციხე |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის გავლის წესს ამტკიცებს ქალა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
4. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას თანამშრომლები სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში.
5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯზე.
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ" ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით.
7. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება ქალაქ ახალციის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხით.
ა) შემოსულ საგანგებო ზარებზე პირველადი რეაგირება;
ბ) დისლოკაციის ადგილზე სახანძრო-სამაშველო დანაყოფების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას: საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების შენობა-ნაგებობებში, სარკინიგზო ტრანსპორტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე.
დ) ხანძრების პროფილაქტიკის ორგანიზებას და განხორციელებას;
ე) ხანძრების დროს ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადარჩენას;
ვ) ორგანიზებას უწევს და ახორციელებს ხანძრების ჩაქრობას, ასევე საავარიო-სამაშველო სამუშაოებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში;
ზ) სახანძრო დაცვის, სახანძრო უსაფრთხოების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას, სახანძრო დაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;
თ) ახორციელებს ხანძრის ჩაქრობისათვის არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ეფექტურად გამოყენებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
ი) სასიცოცხლო უზრუნველყოფის სამსახურებთან ურთიერთქმედების ორგანიზებას, შესაბამისი თანამდებობის პირებისაგან წყალმომარაგების, კავშირგაბმულობისა და სხვა სისტემების დაზიანებების აღმოფხვრის უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის ტექნიკის შეუზღუდავი მოძრაობისათვის ზომების მიღებას;
კ) მუნიციპალურ სამსახურებთან და სხვა ორგანიზაციებთან უსაფრთხოებისათვის საჭირო საერთო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებას;
ლ) საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო-სამაშველო-ტაქტიკურ სწავლებებში;
მ) სახანძრო-სამაშველო დაცვის ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა-კონტროლს, სამსახურის პირადი შემადგენლობის თანამდებობების პირების პროფესიულ მომზადებას, ტაქტიკური სწავლებების, შეკრებების, ტრენინგების ჩატარებას;
ნ) შეიმუშავებს დიდი ხანძრებისა და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში პირადი შემადგენლობის ჩაბმის ღონისძიებებს, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ხანძარზე გასვლის განრიგსა და გეგმას, რომელიც თანხმდება ადგილობრივი თვითმმართველობასთან;
ო) დადგენილი წესით სამსახურის საქმისწარმოებას, გამოძახებათა რეგისტრაციას, ხანძრის ჩაქრობის შტატგარეშე ოპერატიული შტატების შექმნას;
პ) სამსახურის ტექნიკური საშუალებების მუდმივ მზადყოფნას, გაუმართაობების ოპერატიულად აღმოფხვრას, ტექნიკის მოვლა-პატრონობის კონტროლს, სხვადასხვა სახის ინვენტარის მორიგე ცვლებისათვის გადაბარების წესების დაცვას, სახანძრო-სამაშველო-სამწყობრო მომზადების ნორმატივების შესრულებისათვის ზომების მიღებას;
ჟ) გასვლაში მყოფ სამსახურის ავტომობილებზე ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შენახვისა და მოვლის წესების კონტროლს;
რ) მასობრივი უწესრიგობის აღკვეთისა და თავიდან აცილების ღონისძიებებში სამსახური მონაწილეობს მისი ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში, მხოლოდ ხანძრის კერის ჩასაქრობად;
ს) შრომის დაცვისა და უსაფრთხოების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, ტექნიკის წესების შესრულების პირადი შემადგენლობის მიერ კონტროლს, დანაყოფის გასვლას რაიონში, ამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი აფეთქებასაშიში თუ ხანძარსაშიში ობიექტების განლაგების, წყალმომარაგების, გასასვლელების, ქუჩების შემოვლითი გზების და სხვა მახასიათებლების ცოდნის კონტროლს;
2. სამსახური ჩართულია საქართველოს ტერიტორიაზე და სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო დაცვის ძალებისა და საშუალებების გამოყენების ურთიერთდახმარების შეთანხმებაში.
3. ხანძრის ჩაქრობის დროს სამსახურის პირადმა შემადგენლობამ უნდა მიიღოს ზომები ნივთიერი მტკიცებულებების შესანარჩუნებლად და ქონების დასაცავად.
4. მოქმედი კანონმდებლობით და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. აკრძალულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.01.2015.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.07.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.173.016018.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.01.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.01.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №18, 22.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.173.016018 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2415723/