ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2014 წლის 22 ივლისი ქ. ახალციხე |
|
2. სამსახურში მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იცავს კანონი. მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს.
3. უკანონო ბრძანების ან მითითებების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. აკრძალულია სამსახურის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მოსამსახურე სარგებლობს დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც ეძლევა უფასოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმის ფარგლებში.
5. მოსამსახურე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დრო მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად.
6. სამსახურის მოსამსახურეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საფინანსოს სახსრებიდან.
7. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, დაგეგმვას, მუშაობის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, კანონმდებლობის შესაბამისად.
8. სამსახურის სტრუქტურა და საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება დანართის 21-ე მუხლის შესაბამისად.
2. მთავარი სპეციალისტი.
3. წამყვანი სპეციალისტი – მორიგე ცვლის უფროსი.
4. სპეციალისტი მეხანძრე – მაშველი, მძღოლი.
ა) უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება /მათ შორის, ახლად მიღებული მეხანძრე-მაშველების და მძღოლების სპეციალური დაწყებითი მომზადება/,
ბ) უფროს და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სახანძრო-სამაშველოძალების სწავლებას, მომზადებას და გადამზადებას, მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმებით.
2. სამსახურში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა. აქვთ ზოგადი განათლება. ფიზიკური მომზადება და ჯანმრთელობა აძლევთ საშუალებას შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. განსაკუთრებულ შემთხვევაში მეხანძრე-მაშველის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს მოქალაქე, რომლის ასაკი აღემატება 35 წელს.
3. საქართველოს კანონმდებლობით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მქონე პირთა სახანძრო სამსახურში მიღების საკითხი განიხილება მათ მიერ, სამხედრო ძალებში გასაწვევი ვადის ამოწურვის შემდეგ.
4. სამსახურში უფროსის და საშუალო მეთაურთა თანამდებობაზე მიიღებიან უმაღლესი და არანაკლებ საშუალო ტექნიკური განათლების მქონე მოქალაქეები, რომელთა სახანძრო დანაყოფში საერთო მუშაობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ სამ წელს. მძღოლთა თანამდებობაზე მიიღებიან მოქალაქეები ზოგადი განათლებით და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობით.
5. სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება დადგენილი წესით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. სამსახური პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება ხორციელდება უშუალოდ ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რაც თანხმდება ქალაქ ახალციხის მერთან.
ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა;
ბ) იმყოფება წინასწარ გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედითუნარიანობის მქონედ;
დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის უფლება;
ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ) თუ დაკავებული თანამდებობა უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
ზ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით და სხვა ქრონიკული სნეულებით დაავადებული.
ა) ზემდგომ თანამდებობაზე, სამსახურებრივი დაწინაურებით და დასაწინაურებელ მოსამსახურესთან შეთანხმების საფუძველზე;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე, მოსამსახურის თანხმობის სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მეთაურთა შემადგენლობის პირადი თვისებების ცოდნის, მომზადების და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისთვის;
გ) დაბალ თანამდებობაზე, შტატების შემცირებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად, პირადი თხოვნით დადებული სასჯელის საფუძველზე;
დ) სასწავლებელში ჩარიცხვის ან სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის დროს.
2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მონათესავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით. პირის სხვა სპეციალობით დანიშვნას, როგორც წესი, უნდა უძღვოდეს მისი შესაბამისი გადამზადება.
ა) შექმნას შრომის, დასვენების, სამსახურში კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო პირობები;
ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა;
გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურეობრივი საქმიანობის შეფასებაში;
დ) პატივი სცეს სამსახურს და მოსამსახურის პირად ღირსებას.
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო;
გ) ფასიანი საჩუქარი;
დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება.
2. დასაშვებია ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.
3. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა, არაუმეტეს 1 წლის ვადით;
დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
2. ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინალური სასჯელის მხოლოდ ერთი ზომა.
2. უფროსი, რომელიც სათანადო განკარგულებით დროებით ასრულებს მოვალეობას, სარგებლობს დროებით დაკავშირებული თანამდებობის პირის უფლებამოსილებით.
3. წახალისების და დისციპლინლური სასჯელის გამოყენების თაობაზე უშუალოდ უფროსი აღძრავს შუამდგომლობას მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
4. წახალისება და სასჯელი, როგორც წესი, ცხადდება შესაბამისი ბრძანებით: წერილობით გამოცხადებული სასჯელი არ შეიძლება მოიხსნას ზეპირი წესით, ხოლო მადლობა, შენიშვნა, საყვედური შეიძლება განხორციელდეს ზეპირად.
5. დასჯა და წახალისება მოსამსახურეებს ეცნობა პირადად, მწყობრის წინ ან თათბირზე. სასჯელის დადგენამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება.
6. დასჯის და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.
7. დისციპლინური სასჯელი ითვლება მოხსნილად, თუ სასჯელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ დაედო ახალი სასჯელი. სიტყვიერი სასჯელი მოხსნილად ითვლება ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ. ვადაზე ადრე სასჯელის მოხსნა ხდება პირის წახალისების სახით, მისი უშუალო ან ზემდგომი უფროსის მიერ.
2. უფროსი, რომელიც გადაამეტებს თავის უფლებას სასჯელის დადებისას, პასუხს აგებს დისციპლინური წესით.
2. ცვლებში მომუშავე მოხელეებისათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის სამუშაო დრო (მუშაობის დაწყებისა და დამთავრების დრო) ცვლების განრიგის მიხედვით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოსამსახურეთათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
3. ნებისმიერი ფულადი ანაზღაურება მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მოსამსახურე, რომელიც სამსახურეობრივ საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტი საშუალებას, მისი შენახვის და საწვავ-საპოხის მასალების ხარჯების დადგენა და ანაზღაურება წარმოებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მთავარი სპეციალისტი 1
3.მთავარი სპეციალისტი- სახანძრო ზედამხედველობის დარგში 1
4.მთავარი სპეციალისტი-ვალეს სახანძრო რაზმის უფროსი 1
5. წამყვანი სპეციალისტი სამსახურის საქმის წარმოების დარგში. 1
6. წამყვანი სპეციალისტი-მორიგე ცვლის უფროსი ახალციხეში 3
7. წამყვანი სპეციალისტი- ათეულის მეთაური ვალეში 3
8 . სპეციალისტი- მეელსმენე (დისპეტჩერი) 3
9. სპეციალისტი- მძღოლი-მექანიკოსი 1
10. სპეციალისტი- მძღოლი 9
11. სპეციალისტი- მეხანძრე-მაშველი 16
სულ 40 ერთეული