აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 23.07.2014
ძალის დაკარგვა 25.03.2016
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.057.016179
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/07/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (3)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეაქვს
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№26
2014 წლის 23 ივლისი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის
ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი
საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო
თემატიკის დამტკიცების შესახებ
1.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა, თანახმად დანართისა.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული
თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი).
2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
ი) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
კ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
ლ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 აგვისტოს №33 დადგენილება;
მ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება.
მუხლი 2🔗.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი).
2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
ი) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
კ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
ლ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი;
მ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება.