დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2014 წლის 24 ივლისი ქ. დედოფლისწყარო |
|
დებულება
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. იურიდიული სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.დედოფლისწყარო, კოსტავას ქუჩა №44.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.
3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) გამგებლის, საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციოული ერთეულების წარმომადგენლების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) გამგებლის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე წარსადგენი სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას, ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას და კოორდინაციას უწევს პროექტების შეთანხმების პროცესს;
დ) სათანადო ღონისძიებების გატარებას გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად;
ე) ადმინისტრაციულ წარმოებას გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ვ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას საქართველოს საერთო სასამართლოში, პროკურატურის ორგანოებსა და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ზ) გამგებლისათვის რეკომენდაციის მომზადებას გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ სამართლებრივ საკითხებზე და გამგეობის თანამშრომელთა კონსულტირებას საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
თ) გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების შეთანხმებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ი) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;
კ) მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენას და ანალიზს;
ლ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენელთა, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივ კონტროლის;
მ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშეწყობის მიზეზების დადგენისა და პრევენციის, გამგეობის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებასა და წარდგენას;
ნ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მხარდაჭერას, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას;
ო) განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნუციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. სამსახურის მოსამსახურე სავადებულოა იყოს სამსართალმცოდნეობის სპეციალობით და ჰქონდეს იურისტის კვალიფიკაცია.
3. შესაძლებელია, სამსახურის უფროსის წარდგინებით, ცალკეული საკითხების მოსამზადებლად და საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად, დადგენილი წესით, გამგებლის მიერ მიღებულ იქნენ შტატგარეშე მოსამსახურეები.