წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 |
|
2014 წლის 25 ივლისი ქ. წყალტუბო |
|
2. ბინა მრავალბინიან სახლში – მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის.
3. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
4. კანონიერი მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი, და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
5. შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.
6. ინდექსი – რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით.
7. ნუმერაციის კომისია – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი კომისია, რომელიც შეისწავლის საკითხს და გამოსცემს დასკვნას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებით წარმოების დაწყების შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ახლდეს დაინტერესებული პირის მიერ აღნიშნული ბინის/ბინების საკუთრების უფლების ან კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. განცხადება უნდა შეიცავდეს დეტალურ დასაბუთებას ნომრის მინიჭების ან შეცვლის თაობაზე. განცხადება უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ, ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
ა) შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ცდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის გაყოფა;
გ) ბინების შეერთება;
დ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
ე) სხვა შემთხვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით.
3. კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთების ნუმერაცია ხდება არაბული ნატურალური ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს ინდექსის დამატებით.
2. გადაწყვეტილება ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიან სახლებში სადარბაზოების, ბინებისა და კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ნუმერაციის შესახებ მიიღება საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით.
3. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სამართლებრივი აქტი გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით.
2. ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.