ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2014 წლის 25 ივლისი ქ. ლაგოდეხი |
|
1. მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური(ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საკითხთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობების განხორციელება შეიძლება დაევალოს გამგეობის ერთ-ერთ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს.
3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-16 მუხლით. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოსამსახურეების მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, მათ შორის, დაწინაურების, გადაყვანისა და ა.შ. წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების კოორდინაციას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;
ე) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ვ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ზ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;
თ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
ი) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
კ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
ლ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებს;
მ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ნ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება;
ო) ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, აღრიცხვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია;
პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას;
ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის №32 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე
დანართი