ეს კონვენცია ძალაშია, ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს კონვენციის მოქმედება, კონვენციის შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების საშუალებით, ნებისმიერი კალენდარული წლის ბოლომდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე. ასეთ შემთხვევაში კონვენცია წყვეტს მოქმედებას:

a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ გადახდილ ან დარიცხულ თანხებზე, რომელიც მიღებული იქნა შეტყობინების მიღების წლის ბოლომდე ექვსი თვით ადრე;

b)   შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება შეტყობინების მიღების წლის ბოლომდე ექვსი თვით ადრე.

რის დასტურადაც ამ კონვენციას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2013 წლის 6 ნოემბერს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, შვედურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

შვედეთის მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

ოქმი

საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” კონვენციის ხელმოწერის დროს ხელშემკვრელი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ შემდეგი დებულებები წარმოადგენენ კონვენციის განუყოფელ ნაწილს:

ამ კონვენციასთან მიმართებაში:

საქართველოს შემთხვევაში ტერმინი „პოლიტიკური ქვედანაყოფები” ან  ,,ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები’’  ნიშნავს ,,ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს და ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს”;

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

შესრულებულია 2013 წლის 6 ნოემბერს, ქ. თბილისში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, შვედურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

საქართველოს მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილია)

შვედეთის მთავრობის

სახელით

(ხელმოწერილი