1.  თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო დიპლომატიური არხების საშუალებით ერთმანეთს წერილობით აცნობებს ამ კონვენციის ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

2.  ეს კონვენცია ძალაში შედის უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოცდამეათე დღეს და იმოქმედებს:

a) წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ გადახდილ ან დარიცხულ თანხებზე, რომელიც მიღებული იქნა ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ.

b)  შემოსავალებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ  კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდე