ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების,კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2014 წლის 25 ივლისი ქ. ცაგერი |
|
1. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განათლებისა და კულტურის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-12 მუხლით და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით სამსახურის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი ან ერთ-ერთი მოხელე.
4. სამსახურის მოხელეების ფუქნციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
5. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა, განთავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) განათლების და კულტურის ღონისძიებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სასწავლო დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური მუზეუმის, თეატრის, ბიბლიოთეკების, ძეგლთა დაცვისა და კულტურის სხვა დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;
დ) წინადადებების შემუშავებას განათლების და კულტურის დაწესებულებების რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა ღონისძიებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას;
ვ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების უფლებამოსილებათა განხორციელების კოორდინაციას;
ზ) მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ღონისძიებების უზრუნველყოფას;
თ) წინადადებების შემუშავებას სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულებას;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) ააიპ „სკოლამდელი აღზრდის სამსახურის’’ ხელმძღვანელობასთან ერთად სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ააიპ „ცაგერის სამუსიკო სკოლისა’’ და აიპ „ცაგერის სამხატვრო სკოლის’’ ხელმძღვანელობასთან ერთდ სკოლისგარეშე სასწავლო მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
გ) განათლების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კორდინაციას;
დ) ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის სპეციალისტებთან ერთად სკოლისგარეშე მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ა) კულტურის სფეროს აიპ დაწესებულებებთან ერთად კულტურის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას.
ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუქნციების განხორციელებას.
2. სპორტის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
3. ააიპ - ცაგერის სპორტული სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად სკოლისგარეშე სასპორტო მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობას;
4. მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, სპორტული კომპლექსების დანიშნულებით ფუნქციონირებას.
ა) ტურიზმის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ტურიზმის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას.
ა) ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას.
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო–საკომუნიკაციო ტექნიკით. სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებები.
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შესრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შესრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელობის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.