წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (2)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2014 წლის 29 ივლისი ქ. წალენჯიხა |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს: |
ა)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N30 დადგენილება „ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“ (სსმ,56,29/11/2010. სარ.კოდი 010260020.35.104. 016019); |
ბ)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის N28 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“ (სსმ,56,29/11/2010. სარ.კოდი 010260020.35.104. 016017). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2014 წლის 1 აგვისტოდან. |
|
სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის დებულება |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური
|
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილულ პირთა სამსახური. (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას.
|
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურს აქვს დადგენილი ფორმის ბეჭედი და ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები. |
4.
სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებლი. |
5.
სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. წალენჯიხა, კ. სალიას ქ. N 5. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილებებისა და საჯარო მოხელეებისაგან. |
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
|
ა)
სოციალური განყოფილება; |
ბ)
დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილება; |
გ)
კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება; |
დ)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება; |
ე)
განათლების განყოფილება; |
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების, ამ დებულების და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
|
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
|
5.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
|
6.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
| მუხლი 3 |
მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესწავლა და მის გასაუმჯობესებლად წინადადებების მომზადება. |
მუხლი 4.
სოციალური განყოფილება |
სოციალური განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; |
ბ)
ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებისათვის ხელშეწყობას; |
გ)
უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; |
დ)
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა და შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეთა სააღრიცხვო-საინფორმაციო ბაზის შექმნასა და წარმოებას; |
ე)
ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; |
ვ)
იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; |
ზ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილება |
სამსახურის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას; |
ბ)
დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლას, მათ განზოგადებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მათი სოციალური უფლებების დაცვას; |
გ)
დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას;
|
დ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 6.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება |
სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
|
ა)
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; |
ბ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და მოძრავი ძეგლების, ფოლკლორის, ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, რელიგიურ, მხატვრულ თუ სხვა კულტურულ ღირებულებათა შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობას; |
გ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინაციას, თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელშეწყობას;
|
დ)
საბიბლიოთეკო სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ხელსაყრელი პირობების შექმნას შემოქმედებითი განვითარებისათვის;
|
ე)
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას; |
ვ)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვას და მათი განხორციელების; |
ზ)
კულტურული, სამეცნიერო და სხვა ღონისძიებების მოწყობის მხარდაჭერას;
|
თ)
შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობის განმტკიცებას;
|
ი)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 7.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება |
სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
|
ა)
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; |
ბ)
სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადებას; |
გ)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის შესაბამის სამუშაოების დაგეგმვას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
|
დ)
სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას; |
ე)
ახალი სასწავლო წლისათვის სამუშაოთა მომზადების ორგანიზებასა და კოორდინაციას;
|
ვ)
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სასპორტო განათლების კოორდინაციას; |
ზ)
საბავშვო და ახალგაზრდული, სპორტული და სხვა ღონისძიებების მოწყობის მხარდაჭერას; |
თ)
პროფესიული სპორტის დარგების განვითარების ხელშეწყობას, კანონის შესაბამისად სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მათი საქმიანობის კოორდინაცია-ხელშეწყობას; |
ი)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას; |
კ)
ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერას, შესაბამისი გარემოს შექმნას და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას; |
ლ)
შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობის განმტკიცებას. |
მუხლი 8.
განათლების განყოფილება |
სამსახურის განათლების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
განათლების სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას; |
ბ)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სასკოლო, საგანმანათლებლო დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი განათლების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვას და მათი განხორციელების კოორდინაციას; |
გ)
განათლების სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას; |
დ)
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სახელოვნებო განათლების კოორდინაციას;
|
ე)
განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა და შემოქმედთა მხარდაჭერას, შესაბამისი გარემოს შექმნას და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას; |
ვ)
ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესამუშავებლად სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელშეწყობას;
|
ზ)
შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობის განმტკიცებას. |
მუხლი 9.
სამსახურის უფროსი |
სამსახურის უფროსი:
|
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; |
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; |
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მართვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; |
დ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; |
ე)
გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; |
ვ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; |
ზ)
გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს. |
თ)
ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. |
მუხლი 10.
სამსახურის თნამშრომლები |
1.
სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი.
|
2.
მოსამსახურეებს უფლება აქვთ: |
ა)
წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; |
ბ)
მიიღონ მათი საქმიანობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; |
გ)
დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; |
დ)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
|
ე)
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. |
3.
მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
|
ა)
შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
|
ბ)
იმუშაონ თავიანთი პროფესიონალური დონის ასამაღლებლად; |
გ)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; |
დ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. |
მუხლი 11.
დასკვნითი დებულებანი |
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|