ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2014 წლის 30 ივლისი დ. ჩხოროწყუ
|
|
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური (შემდგომში სამსახური) არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსით“, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით.
5.სამსახური ანგარიშვალდებულია და პასუხისმგებელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
7. სამსახურის იურიდიული მისამართია: დ. ჩხოროწყუ, დ. აღმაშენებლის ქ. №1.
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურენეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა;
2. საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
3. საინვესტიციო პროექტების განხორცილების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
4. სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაციის კონსოლიდაცია და დაინტერესებული უწყებებისთვის/პირებისთვის მიწოდება;
5. მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურად გამოყენების, ხარისხიანი თესლის, ნერგის და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებისთვის სათანადო რეკომენდაციების მომზადება და მიწოდება დაინტერესებული უწყებისათვის /პირებისათვის;
6. მუნიციპალიტეტში არსებული აუთვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესწავლა და მათი სრულფასოვანი ათვისებისათვის სათანადო ღონისძიებების დასახვა;
7. სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციების მოპოვება;
8. საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. სამსახურის საშტატო განრიგს გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო;
3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე და რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
2. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.