„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2014
ძალის დაკარგვა 02.08.2018
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების, მინიჭების წესისა და საპატიო წოდების სიგელის ფორმის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.07.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საპატიო თიანელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ დიპლომი ------------------------------------------------ სახელი, გვარი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ------ წლის ------ ------------------- №---- განკარგულებით მიენიჭა „საპატიო თიანელის“ წოდება. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე _________________ (ხელმოწერა) 02.05.2014
დოკუმენტის ტექსტი
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2014 წლის 31 ივლისი
დაბა თიანეთი
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗.
შემოღებულ იქნეს „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდება
მუხლი 2🔗.
დამტკიცდეს „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების დებულება დანართი №1-ის მიხედვით
მუხლი 3🔗.
დამტკიცდეს „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ სერტიფიკატის ფორმა დანართი №2-ის მიხედვით
მუხლი 4🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 მაისის № 9 დადგენილება „საპატიო თიანელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ (ს.ს.მ 01025000.35.154.016160)
მუხლი 5🔗.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეთიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური
დანართი №1
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების დებულება
მუხლი 1🔗.
1.
ამ დებულებით განისაზღვრება „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი.
2.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
1.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს:
ა)
საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება თიანეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე;
ბ)
უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თვითმმართველ ერთეულ თიანეთის მუნიციპალიტეტის წინაშე ან/და თიანეთის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
მუხლი 3🔗.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების თაობაზე მოტივირებული ინიციატივის უფლება აქვს:
ა)
საქართველოს პარლამენტის წევრს;
ბ)
საკრებულოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს;
გ)
მუნიციპალიტეტის გამგებელს;
დ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციებს;
ე)
საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს;
ვ)
თიანეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან/და მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს, რომელთა რაოდენობაც არ უნდა იყოს თიანეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის 10 პროცენტზე ნაკლები.
მუხლი 4🔗.
1.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად, კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, რასაც თან უნდა ახლდეს:
ა)
საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ)
ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები;
გ)
კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი ან/და დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
დ)
შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და წარდგენილის წერილობითი თანხმობა;
2.
დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო;
3.
საკრებულოს ბიუროს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ;
4.
საკრებულოს ბიურო კანდიდატის შესახებ დასკვნას იხილავს ბიუროს სხდომაზე და დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ ბიუროს წევრების სიითი შემადგენლობის 1/3-ისა იღებს გადაწყვეტილებას დასკვნის დამტკიცების შესახებ, რის შემდეგაც დასკვნა განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
მუხლი 5🔗.
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს ბიუროს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი კანდიდატურისთვის „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების შესახებ.
2.
საკრებულო წარდგენილ კანდიდატებს ამტკიცებს ღია კენჭისყრით, საკრებულოს დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა და გამოსცემს განკარგულებას „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების შესახებ.
მუხლი 6🔗.
1.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება ხორციელდება „თიანეთობის“ სახალხო დღესასწაულზე, რომელიც იმართება თიანეთის მუნიციპალიტეტში (განსაკუთრებულ შემთხვევებში ეს შეიძლება მოხდეს წლის ნებისმიერ დროს).
2.
კანდიდატს საზეიმო ვითარებაში გადაეცემა „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების დამადასტურებელი სერტიფიკატი და სამახსოვრო ჯილდო.
3.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ მონაცემები შეტანილ იქნება „თიანეთის საპატიო მოქალაქეთა“ რეგისტრაციის წიგნში, რომელიც ინახება საკრებულოში.
მუხლი 7🔗.
1.
პირს შეიძლება ჩამოერთვას „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:
ა)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, განზრახი დანაშაულებრივი ქმედება;
ბ)
საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.
გ)
თიანეთის მუნიციპალიტეტის ინტერესების, პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება;
2.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იმავე წესით, რა წესითაც ხდება მისი მინიჭება.
3.
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით.
მუხლი 8🔗.
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ დამადასტურებელი სერტიფიკატისა და სამახსოვრო ჯილდოს დამზადებას უზრუნველყოფს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
დანართი №2
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“ სერტიფიკატის ფორმა
თიანეთის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება
თიანეთის საპატიო მოქალაქის მინიჭების
სერტიფიკატი
თიანეთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის,
----------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ------- წლის -------- რიცხვის №----- განკარგულებით, მიენიჭა
„თიანეთის საპატიო მოქალაქის“
წოდება
თიანეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე