საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანების დანართი №1-ში და დანართი №2-ში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
მინისტრის
ბრძანება №03/156
2014 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანების დანართ №1-ში და დანართ №2-ში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების თაობაზე
'საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
1. 'ქ. თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ნაგებობებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე' საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანების დანართ №1-ში და დანართ №2-ში გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი და შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) დანართი №1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 809 – პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 22, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „ძმები კაკაბაძეების ქ. 22”, შესაბამისად, ამავე ბრძანების დანართ №2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ ძეგლის სააღრიცხვო ბარათში სიტყვები: “პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 22” შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – “ძმები კაკაბაძეების ქ. 22” და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
ბ) დანართ №1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 810 – პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 24, ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით – „ძმები კაკაბაძეების ქ. 24”, შესაბამისად, ამავე ბრძანების დანართ №2-ში, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ ძეგლის სააღრიცხვო ბარათში სიტყვები: „პოლიკარპე კაკაბაძის ქ. 24” შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „ძმები კაკაბაძეების ქ. 24” და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინოროყვას ქუჩა №7).
მინისტრი მიხეილ გიორგაძე
დანართი
| 809. | ძმები კაკაბაძეების ქ. 22 |
| კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №010208047 |
|
| 1. სახელწოდება – საცხოვრებელი სახლი 2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა 22 3. სახეობა – არქიტექტურის 4. თარიღი – მე-20 საუკუნის დასაწყისი |
| 810. | ძმები კაკაბაძეების ქ. 24 |
| კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ობიექტის/ძეგლის სააღრიცხვო ბარათი №010208055 |
|
| 1. სახელწოდება – საცხოვრებელი სახლი 2. ადგილმდებარეობა / მისამართი – საქართველო, ქ. თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა 24 3. სახეობა – არქიტექტურის 4. თარიღი – მე-19 საუკუნის დასასრული |