გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.08.2014 ძალადაკარგული 08.01.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.148.016210
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №13

2014 წლის 2 აგვისტო

ქ. გორი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი N1 შესაბამისად.
მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 2 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი



დანართი №1
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო

(ლარებში)

I

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

II

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700

III

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1350

IV

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1350

V

საკრებულოს აპარატის უფროსი

1000

VI

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

790

VII

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – სპეციალისტი

560