ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2014 წლის 1 აგვისტო ქ. ამბროლაური |
|
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-16 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ი) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
კ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე ბრძანებების შემუშავებას;
ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
მ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;
ნ) სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ო) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;
პ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე;
ჟ) მშენებლობის ნებართვის თაობაზე საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;
რ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
ს) არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას;
ტ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი
დანართი N1