ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2014 წლის 1 აგვისტო ქ. ამბროლაური |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის განყოფილება;
ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე– 9 მუხლის და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება–მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის ულებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე–13 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება–მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ–ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება–მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე–16 მუხლით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა–გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
გ) მუნიციპალური ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;
ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) წინადადებების შემუშავება ძეგლთა დაცვის საკითხებზე;
ზ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
თ) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ი) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
კ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;
ლ) უმუშევართა რეგისტრაციის ბაზის შექმნასა და მათი სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
მ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ნ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას;
ო) სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქმისწარმოებას;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) განათლების მუნიციპალური პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ე) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ვ) მუნიციპალური კულტურის სახლებისა და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
ზ) ისტორიულ–კულტურული ძეგლების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნას;
თ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ი) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
კ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების მართვას;
ლ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობას;
მ) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას;
ნ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლას, წინადადებათა შემუშავებას არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
ო) გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
დ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ე) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
ვ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვას;
ზ) სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
თ) უმუშევართა რეგისტრაციის ბაზის შექმნასა და მათი სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ი) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.