ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.08.2014
ძალის დაკარგვა 29.10.2014
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 641 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.08.2014 მიღება
29.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №21 2014 წლის 4 აგვისტო ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ საქართველოს ორგანული  კანონის 24ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად  (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗  ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების  დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის  22 იანვრის   №1  დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 4🔗 დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი დანართი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო  სამსახურის  დებულება მუხლი 1🔗. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური (შემდგომშისამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საფუძველზე შექმნილი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგების სტრუქტურული ერთეული,რომელიც, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, უზრუნველყოფს სახანძრო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვას, ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს და ახდენს სახანძრო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ხელშეწყობას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში სახანძრო უსაფრთხოების პრევენციისა და სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს №415 ბრძანებულებით დამტკიცებული „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის“ შესაბამისად. 2. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების სახანძროტექნიკური გამოკვლევა და შემოწმება, კანონით დადგენილი წესით. 3. სავალდებულო მიწერილობების გაცემა ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის წესების დარღვევის აღმოსაფხვრელად. 4. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი იმ ორგანიზაციადაწესებულებებში, რომლებიც წარმოადგენენ ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ობიექტებს. 5. სახანძრო  სიტუაციებში მოსალოდნელი ზარალის შემცირების, ხანძრების პრევენციისა და მათი ლიკვიდაციის მიზნით წინადადებების მომზადება, ღონისძიებათა კომპლექსური გეგმის შემუშავება და განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში. 6. დაქვემდებარებულ დანაყოფებში ხანძრის ჩაქრობისა და საავარიოსამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზებისა და განხორციელების წესის დაცვის უზრუნველყოფა, ტაქტიკური და პროფესიული მომზადების დონის ამაღლება და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში. 7. ხანძრის თავიდან აცილების მიზნით საწარმოებისა და ორგანიზაციადაწესებულებებისათვის რეკომენდაციებისა და მითითებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში. 8. უწყებების, წარმოება–დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებისა და მოსახლეობის ინფორმირება საგანგებო სიტუაციებში მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე. 9. სახანძრო უსაფრთხოების  სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირება, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა და ამ მიზნით აუცილებელი მატერიალურტექნიკური ბაზის შესაქმნელად წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში. 10.  სახანძრო უსაფრთხოების  ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება და გამგებლისათვის წარდგენა. 11. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევების ან მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ექსპლუატაციის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერება, კანონით დადგენილი წესით. 12. ხანძრის ან საგანგებო სიტუაციების შედეგად წარმოქმნილი მატერიალური ზარალის განსაზღვრაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში. 13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში 14. ინფორმაციის მიღება, დამუშავება და მიწოდება  სახანძრო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის, მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში. 15. აუცილებლობიდან გამომდინარე, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება მოსახლეობის ევაკუაციისა და საევაკუაციო ღონისძიებათა უზრუნველყოფის შესახებ. 16. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოვალეობების შესრულება. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1.      სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: ა) არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილება. 2.      სამსახურის უფროსი: ა)  სამსახური წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის   ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის  მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს;  მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს  წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს  პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის  წინაშე. 3. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს  ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.