დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2014
ძალის დაკარგვა 19.11.2017
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016168
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.10.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 20.08.2010
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2014 წლის 4 აგვისტო
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ)“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 აგვისტოს №11-31 დადგენილება (სსმ, 19, 01/09/2010, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.156.000511);
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური
1. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. თანამდებობრივ ინსტრუქციებს და შინაგანაწესს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს გამგებელი.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;
ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის საკითხებზე;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების მოვლა-პატრონობა და დაცვა.
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქცია განათლების სფეროში
სამსახურის ფუნქციებს განათლების სფეროში განეკუთვნება:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობის კოორდინაცია;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
. სამსახურის ფუნქცია კულტურის სფეროში
1. სამსახურის ფუნქციებს კულტურის სფეროში განეკუთვნება:
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მუშაობის კოორდინაცია;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ფუნქცია კულტურის სფეროში
1. სამსახურის ფუნქციებს სპორტის სფეროში განეკუთვნება:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების მუშაობის კოორდინაცია;
გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ფუნქცია ახალგაზრდობის სფეროში
სამსახურის ფუნქციებს ახალგაზრდობის სფეროში განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე ადგილობრივ დონეზე წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების მომზადება;
ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმის ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
გ) განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების და ახალგაზრდების გამოვლენა, მათი მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
დ) ახალგაზრდებს შორის ეროვნებათაშორის ურთიერთობის გაღრმავება და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით სხვადასხვა პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება