სს „წყალმშენი-1“-ის აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შ ე ტ ყ ო ბ ი ნ ე ბ ა

სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის სამეთვალყურეო საბჭო იწვევს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2014 წლის 25 აგვისტოს, 18 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, პეკინის ქუჩა №34, მე-3 სართული, ოთახი 12.

სააქციო საზოგადოება „წყალმშენი-1”-ის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2014 წლის 22 ივლისი.

 

დღის წესრიგი:

1. სს „წყალმშენი-1”-ის ლიკვიდაციაზე გადაწყვეტილების მიღება.

 2. ლიკვიდაციის დაწყების თარიღის დადგენა.

 3. ლიკვიდატორის დანიშვნა.

 4. ლიკვიდაციის პროცესის ჩატარებაზე და ლიკვიდაციის პროცესის დამთავრებაზე ლიკვიდატორის უფლებამოსილების დამტკიცება.

 5. ლიკვიდატორისათვის თვიური ანაზღაურების დანიშვნა.

 6. სალიკვიდაციო გეგმის დამტკიცება.

7. საწარმოს 2014 წლის ანგარიშგების დამტკიცება.

8. 2014 წლის მოგების დივიდებდად გაცემის გადაწყვეტილება.

 9. დივიდენდის გაცემის თარიღის დადგენა.

 10. სხვა მიმდინარე საკითხები.

 

დღის წესრიგის საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „წყალმშენი-1”-ი ს ადმინისტრაციაში, (ტელ.: 599 41 39 43) ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას წარდგენილი ადმინისტრაციაში საერთო კრებამდე 7 დღით ადრე პირადად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან:

ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2014 წლის 22 ივლისის მდგომარეობით და საერთო კრებაზე წარმოადგენენ საკუთარ პირადობის მოწმობას.

აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „წყალმშენი-1”-ი ს რეგისტრატორთან შპს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან”, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელ: 2-22-53-51, 2-91-31-42.

 

გენერალური დირექტორი                                თ. გედევანიშვილი