უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №462 |
|
2014 წლის 4 აგვისტო ქ.თბილისი |
|
საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესი
უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის (შემდგომში - პირი) სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების პირობებს, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დასაშვებად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში პირი წარადგენს:
ა) ანკეტას;
ბ) ავტობიოგრაფიას;
გ) პასპორტის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში, პასპორტის შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტის ასლს, რომელიც გამოიყენება მგზავრობისათვის ან/და ბინადრობის მოწმობის ასლს.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, პირი ვალდებულია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში წარადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმან(ებ)ი.
3. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირი, ამ დადგენილებით განსაზღვრული პირის მიმართ შემოწმების პროცედურის განხორციელების მიზნით, უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გასაცემად, პირის შემოწმებას ახორციელებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დასაშვებად, პირის შემოწმების დროს, დგინდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა ან არარსებობა, ასევე, პირთან დაკავშირებული ყველა მონაცემი, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს/წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფისათვის.
1. გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
2. სახელმწიფო საიდუმლოებასთან პირი დაიშვება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.
1. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმება შესაძლებელია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წერილის საფუძველზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების შექმნის ან გამოვლენის შემთხვევაში.
2. გადაწყვეტილებას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუქმების თაობაზე იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებული პირი ვალდებულია:
ა) არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოება, რომელიც მას გაანდეს ან მისთვის ცნობილი გახდა;
ბ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ თანამდებობის პირს აცნობოს გარემოებანი, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.08.2015.
- როდის იქნა მიღებული „უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 04.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №462. სარეგისტრაციო კოდი — 130030000.10.003.018082.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 03.08.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.08.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების და დაშვების გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“, №462, 04.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.018082 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2440248/