სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“–ს ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №05/3-ლ
2014 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის” ლიცენზიებში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“ და „დ“ პუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება №B14077222/4 (31/07/2014 10:39:25) და სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“–ის 2014 წლის 31 ივლისის №GE346 out წერილის საფუძველზე:
ვბრძანებ:
1. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის” (საიდენტიფიკაციო კოდი: 204919008) „სიცოცხლის დაზღვევის“ №001/1 02.10.2006 და „დაზღვევა (არა სიცოცხლის)“ №003/2 02.10. 2006 ლიცენზიებში შევიდეს ცვლილებები საფირმო სახელწოდების შეცვლასთან (სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“) დაკავშირებით.
2. სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ის სალიცენზიო მოწმობები, შესაბამისი ცვლლებით, გაიცეს სალიცენზიო მოწმობის ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.
3. სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ-ზე ინფორმაცია ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. სს „სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ზე ლიცენზიებში გატარებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნას მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5.აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლაშა ნიკოლაძე
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი