სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“–ს დაზღვევის ლიცენზიის (არა სიცოცხლის) გაცემის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №05/4-ლ
2014 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის” დაზღვევის ლიცენზიის (არა სიცოცხლის) გაცემის თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 29-ე პუნქტის, ამავე კანონის მე-8,9,10,13,36 მუხლების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის და 2013 წლის2 მაისის საქართველოს მთავრობის №102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე–4 მუხლის მე–2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტლებ ის №B14077222/4 (31/07/2014 10:39:25) საფუძველზე:
ვბრძანებ:
1. გაიცეს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“(საიდენტიფიკაციო კოდი: 404476189) დაზღვევის ლიცენზია (არა სიცოცხლის).
2. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს სალიცენზიო მოწმობის ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.
3. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნ ე ს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5.აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლაშა ნიკოლაძე
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი