„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1283
2014 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოსათვის“ (უცხოური საწარმოს ფილიალი) უძრავი ნივთების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, „სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს“ (უცხოური საწარმოს ფილიალი, ს/კ N205011609) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის ვადით, გადასცეს ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ნივთები.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს უზუფრუქტის საგნის გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი სამშენებლო ბანაკის მოწყობის მიზნით გამოყენება.
3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი