საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1286
2014 წლის 18 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
1. მიეცეს თანხმობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან აანაზღაუროს, 2014 წლის 20 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, ტიმორ-ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქ. დილიში, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების მე-10 სამიტზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის მივლინებისას, დელეგაციის წევრთა სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები – 1767 (ათას შვიდას სამოცდაშვიდი) აშშ დოლარის ოდენობით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2014 წლის 20 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.07.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 18.07.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1286. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017423.
- სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.07.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ“, №1286, 18.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017423 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.07.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2441471/