(1) ამ ხელშეკრულების არცერთი დებულება არ ამცირებს ვალდებულებებს, რომლებიც ხელშეკრულების დამდებ მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ 1961 წლის 26 ოქტომბერს რომში დადებული “შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლებისა და სამაუწყებლო ორგანიზაციების ინტერესების დაცვის საერთაშორისო კონვენციის” (შემდგომში “რომის კონვენცია”) თანახმად.
(2) ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაცვა არ ვრცელდება და არანაირ გავლენას არ ახდენს ლიტერატურულ და მხატვრულ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების დაცვაზე. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების არცერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ ამგვარ დაცვას ზიანი მიადგეს.
(3) ეს ხელშეკრულება არანაირად არ არის დაკავშირებული სხვა რომელიმე ხელშეკრულებებთან და არ ამცირებს მათ მიერ განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებ