ამ ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს შემდეგი მნიშვნელობა აქვს:

(ა) „შემსრულებლები” – მსახიობები, მომღერლები, მუსიკოსები, მოცეკვავეები და  სხვა  პირები,  რომლებიც  ასრულებენ  როლებს,  მღერიან,  კითხულობენ  (მათ შორის     მხატვრულად),     უკრავენ     მუსიკალურ     ინსტრუმენტებზე,     ახდენენ ლიტერატურული    ან    მხატვრული    ნაწარმოებების    ან    ხალხური    შემოქმედების ნიმუშების ინტერპრეტაციას ან რაიმე სხვა სახით ასრულებენ მათ;

(ბ)    „ფონოგრამა”    არის   შესრულების   ან   სხვა   ხმების   ჩაწერა,   ან   ხმების გამოხატულება,   გარდა   იმ   ხმებისა,   რომლებიც   ჩანაწერის   სახითაა   ჩართული კინემატოგრაფიულ  ან  სხვა  აუდიოვიზუალურ  ნაწარმოებში;

(გ) „ჩანაწერი” არის ხმების ან მათი გამოხატულების განსახიერება, რომელიც მისი   აღქმის,   რეპროდუქცირების   ან   შესაბამისი   მოწყობილობის   მეშვეობით

გადაცემის საშუალებას იძლევა;

(დ) „ფონოგრამის დამამზადებელი” არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თავის თავზე იღებს შესრულების ან სხვა ხმების, ან მათი გამოხატულების პირველი ჩანაწერის ინიციატივას და პასუხისმგებელია ამ ჩაწერაზე;

(ე)  „გამოქვეყნება”  –  შესრულების  ჩანაწერის  ან  ფონოგრამის  გამოქვეყნება ნიშნავს  საზოგადოებისათვის  შესრულების  ჩანაწერის  ან  ფონოგრამის  შეთავაზებას უფლებამოსილების     თანხმობითა     და     იმ     პირობით,     რომ     საზოგადოებას ეგზემპლარები გონივრული რაოდენობით მიეწოდება;

(ვ)   „საერთო      მაუწყებლობა”    არის      კავშირგაბმულობის    უმავთულო საშუალებებით ხმების ან გამოსახულებების და ხმების ან მათი გამოხატულების მიწოდება  საზოგადოებისათვის,  თანამგზავრის  მეშვეობით  განხორციელებული ამგვარი   გადაცემა   ასევე   “საეთერო   მაუწყებლობაა”;   კოდირებული   სიგნალების გადაცემა „საეთერო მაუწყებლობად” ითვლება, თუ დეკოდირების საშუალებები საზოგადოებას სამაუწყებლო ორგანიზაციის მიერ ან მისი თანხმობით მიეწოდება;

(ზ)    „საჯარო     გადაცემა     (გადაცემა     საყოველთაო     გაცნობისათვის)”     –  შესრულების     ან     ფონოგრამის     საჯარო     გადაცემა     (გადაცემა     საყოველთაო  გაცნობისათვის) არის ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების ხმების, ხმების ან მათი გამოხატულების გადაცემა საზოგადოებისათვის ნებისმიერი საშუალებით, გარდა საერთო მაუწყებლობის. მე-15 მუხლში “საჯარო გადაცემა, გადაცემა საყოველთაო გაცნობისათვის)”  მოიცავს   აგრეთვე   ფონოგრამაზე   ჩაწერილი   ხმების   ან   ხმების  გამოხატულების    გამოყენებას    იმგვარად,   რომ    ისინი    მისაწვდომი    გახდეს საზოგადოების სმენითი აღქმისათვი