„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№472
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.018092
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №472

2014 წლის 6 აგვისტო

ქ.თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №201 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/02/2014, 010220020.10.003.017818) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29‑ე მუხლის პირველი პუნქტის თანახ­მად, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხე­ების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის პერიოდული განახლების, სა­მოქ­მედო გეგმის შემუშავების და განხორციელების კონტროლის, უწ­ყე­ბათაშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე, შესაბამისი წინადა­დებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს შინაგან საქ­მე­თა სამინისტროსთან შეიქმნას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციუ­ლი და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ლევან იზორია ‑ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მო­ად­გილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრ­თ­ხო­ე­ბის საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინი­სტრის მოადგილე;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და გან­ვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორი, საკოორდინაციო სა­ბ­ჭოს მდივანი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და სა­განგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარ­ტა­მენტის დირექტორი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციე­ბის მართვის დეპარტა­მენტის დირექტორი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფე­როში შემავალი სახელმწიფო საქ­ვე­უწყებო დაწესებულების ‑ საქართვე­ლოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლი­ციის დეპარტამენტის დირექტორი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორის­ტული ცენტრის (დეპარტამენტი) უფროსი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ‑ტექნი­კური დეპარტამენტის დირექტორი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრი­მი­ნალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (მთავარი სამმართველო) უფროსი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამი­ნისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების  დეპარტამენტის უფროსი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამი­ნისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი;

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამი­ნი­ს­ტროს ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსა­ხუ­რის უფროსი;

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი;

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი;

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი;

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი;

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ გ. ლუ­გა­რის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვა­ნელი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურ­ნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი; 

სსიპ ‑ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი;

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი