„ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №201 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№70
სარეგისტრაციო კოდი
140224016.10.003.019779
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №70

2017 წლის 6 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის №201 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/02/2014, 010220020.10.003.017818) შეტანილ იქნეს   ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის პერიოდული განახლების, სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კონტროლის, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეიქმნას ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) ალექსანდრე ტაბატაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი;

გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, საკოორდინაციო საბჭოს მდივანი;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი;

ვ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორი;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

კ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) უფროსი;

ლ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორი;

მ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორი;

ნ)  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (დეპარტამენტი) უფროსი;

ო) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი;

პ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი;

ჟ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი;

რ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

ს) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი;

ტ) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი;

უ) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი;

ფ) სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ  ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი;

ქ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსი;

ღ) სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი;

ყ) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბირთვული ენერგიისა და რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა კომისიის თავმჯდომარე;

შ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი