ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.08.2014 ძალადაკარგული 24.06.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.158.016170
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2014 წლის 8 აგვისტო

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.დ” ქვეპუნქტისა და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემდეგი განაკვეთები:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში 20000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 2000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 40 000 ლარი;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 5000 ლარი;
ვ) ლატარიის მოწყობაზე - ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 10%-ისა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის  №55  დადგენილება  (ვებგვერდი, 30/12/2011 სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.158.016063).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.06.2024.
როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 08.08.2014. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 210070000.35.158.016170.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.06.2024-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №25, 08.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.158.016170 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2449711/