სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1382
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017487
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1382

2014 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

     ა) დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკასა და არხოტის თემის სოფლების ახიელი-ჭიმღა-ამღას დამაკავშირებელი გზის მშენებლობისა და ფუნქციონირების გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის/გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის და აღნიშნულ გზაზე განსახლების სამოქმედო გეგმის (LARP) მოსამზადებელად მომსახურების შესყიდვა;

     ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი - 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                         ირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.08.2014.
როდის იქნა მიღებული „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 06.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1382. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017487.
სად არის „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.08.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1382, 06.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017487 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2451145/