„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
1. კანონის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-7 პუნქტები:
,,5. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნამდე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით დანიშნოს და გაათავისუფლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
6. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას ხმათა უმრავლესობით წარადგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი.
7. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისათვის მინიჭებულ ყველა უფლებამოსილებას.“.
2. კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს ბრძანებას ან/და განკარგულებას;“.
3. კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისფლების დაწესებულების ხელმძღვანელი, მათ შორის, აფხაზეთის მინისტრი;
თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო მოსამსახურეებს.“.
4. კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მთავრობის სხვა წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას. აფხაზეთის მთავრობის ცალკეული წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში აფხაზეთის მთავრობის შესაბამის ახალ წევრს ნიშნავს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე 2 კვირის ვადაში.“.
5. კანონის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 12.
აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია:
ა) განათლებისა და კულტურის სამინისტრო;
ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
გ) ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
დ) დევნილთა საქმეების დეპარტამენტი;
ე) იუსტიციის დეპარტამენტი;
ვ) სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი.“.
8 აგვისტო 2014 წ. ქ. თბილისი N211-ს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.08.2014.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.08.2014. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №211-ს. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.30.060.016026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.08.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №211-ს, 08.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010340000.30.060.016026 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2451265/