„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის კანონი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონის ( „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე” № 30, 28.12.2006, მუხლი 81) 142 მუხლში შევიდეს ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 142 .
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა (შემდგომში – „წარმომადგენლობა”) წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამგებლობაში არსებულ დაწესებულებას.
2. წარმომადგენლობა იქმნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში სახელმწიფოებრივი ამოცანებისა და საჯარო ფუნქციების განსახორცილებლად.
3. წარმომადგენლობა იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით.
4. წარმომადგენლობის მართვას, წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მეშვეობით.
5. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დებულებას დასამტკიცებლად წარუდგენს აფხაზეთის მთავრობას აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. წარმომადგენლობის დებულებაზე ვრცელდება “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები.
6. წარმომადგენლობის საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს განსაზღვრავს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
7. წარმომადგენლობის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით.
8. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელი წარმომადგენლობის ხელმძღვანელის წარდგინებით.
9. წარმომადგენლობა ფინანსდება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.” .
მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის თავმჯდომარე გ . ბარამია
ქ. თბილისი.
2009 წლის 3 დეკემბერი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.12.2009. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №0. სარეგისტრაციო კოდი — 010200000.30.040.000004.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №0, 03.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 010200000.30.040.000004 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4711055/