„2010 წლის 11 ივნისს ქ.კამპალაში, უგანდა „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების“ მიმოხილვით კონფერენციაზე მიღებული ცვლილებების“ და თანდართული კანონპროექტის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და ა.ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1385
2014 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
„2010 წლის 11 ივნისს ქ.კამპალაში, უგანდა „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების“ მიმოხილვით კონფერენციაზე მიღებული ცვლილებების“ და თანდართული კანონპროექტის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და ა.ბარამიძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში სარატიფიკაციოდ წარდგენილ იქნეს „2010 წლის 11 ივნისს ქ.კამპალაში, უგანდა „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების“ მიმოხილვით კონფერენციაზე მიღებული ცვლილებები“.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებთან ერთად „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 მუხლის მე–4 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს წარედგინოს კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
3. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ „2010 წლის 11 ივნისს ქ.კამპალაში, უგანდა „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების“ მიმოხილვით კონფერენციაზე მიღებულ ცვლილებებზე“, აგრეთვე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენელად დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი