„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს ბრძანება №37 |
|
2014 წლის 8 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016330) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირის დადგენა;“;
ბ) „წ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-2-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დევნილთა, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ პირთა განცხადებებს პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, იღებს სააგენტოს ნებისმიერი სამსახური, რის შემდეგაც განცხადებები განსახილველად ეგზავნება აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს. პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, ხოლო დამზადებული პირადობის მოწმობების გაცემას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი სამსახური. 3. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დევნილთა, აგრეთვე ამ ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ პირთა განცხადებებს პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით იღებს სააგენტოს ნებისმიერი სამსახური, რის შემდეგაც განსახილველად უგზავნის ცხინვალის ან ახალგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს. პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ცხინვალის ან ახალგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, ხოლო დამზადებული პირადობის მოწმობების გაცემას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი სამსახური. 4. აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„ლ“, „ნ“-„ტ“, „ქ“-„ყ“, „ჩ“-„ძ“, „ჭ“, „ჯ“ და „ჰ1” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა ბინადრობის მოწმობის, მათ შორის, ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, გაცემისა. 5. ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა „უ“, „ფ“, „შ“, „ჭ“, „ხ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების და ბინადრობის მოწმობის, მათ შორის, ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, გაცემისა.“;
დ) მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური: ა) განიხილავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილ განცხადებებს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის ან პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ; ბ) იღებს გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის მისამართზე რეგისტრაციის ან მისთვის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ; გ) ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემისათვის საჭირო ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას.“.
2. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას სამსახურების სამოქმედო ტერიტორია, გარდა ამავე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, არის: ა) თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი; ბ) აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა; გ) ცხინვალის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, გარდა ახალგორის მუნიციპალიტეტისა; დ) მცხეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - მცხეთის მუნიციპალიტეტი და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი; ე) გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - გორის მუნიციპალიტეტი და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი; ვ) ახალციხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - ახალციხის მუნიციპალიტეტი და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი; ზ) თელავის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - თელავის მუნიციპალიტეტი და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი; თ) ამბროლაურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი; ი) ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; კ) ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; ლ) მესტიის, წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუს, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ხონის, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის, ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ხაშურის, ქარელის, კასპის, ახალგორის, ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის, წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურების - შესაბამისი მუნიციპალიტეტები.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტს გასცემს აფხაზეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე – ცხინვალის ან ახალგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები. სხვა სამსახურები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გადაცემის უფლებამოსილების განხორციელებისას არ არიან შეზღუდულნი სამოქმედო ტერიტორიით. 5. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორიაა ქალაქ თბილისისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტები, ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი, ხოლო ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. ადგილზე მომსახურების განხორციელებისას, სააგენტოს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ასევე უფლებამოსილნი არიან მიიღონ განაცხადი იმ მომსახურების განხორციელებაზე, რომელიც არ განეკუთვნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განსახორციელებელ მომსახურებას.“.
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე განცხადების მიღების უფლებამოსილების განხორციელებისას ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლების სამოქმედო ტერიტორიაა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი, მცხეთის მუნიციპალიტეტი და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი. ქ. თბილისის №1, №2 და №3 ქორწინების სახლები, ასევე ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისის და ქ. ბათუმის ქორწინების სახლები ქორწინების რეგისტრაციის მოწმობას გასცემენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამის სამსახურში.“.
|
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|