„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3-17
სარეგისტრაციო კოდი
040030000.35.101.016364
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3-17

2017 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის № 33-141 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 04/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.35.101.016242) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ჩიპირება:

ა.ა) თავშესაფარში - 19 ლარი;

ა.ბ) მისამართზე - 32 ლარი;“.

2. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „61“ და „62“ მუხლები:

მუხლი 61. ცხოველების დაჭერა-გაყვანა

1. ცხოველების დაჭერა-გაყვანა ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, სპეციალური აღჭურვილობით და ავტოტრანსპორტით, პირის განცხადებისა და ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს უმეთვალყურეო ცხოველების:

ა) დაჭერას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მეთოდებით;

ბ) გაყვანას ტერიტორიიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  მეთოდებით;

გ) გაშვებას მიმდებარე ან სხვა მიზანშეწონილ ტერიტორიაზე, ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

2. დაჭერა-გაყვანას ექვემდებარებიან მხოლოდ ის ცხოველები, რომელთა დაჭერა სცილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა სავალდებულო დაჭერის საფუძვლებს, მაგრამ მესაკუთრეს არ სურს უმეთვალყურეო ცხოველების ყოფნა მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა).

3.     სააგენტო არ აგებს პასუხს ამ მუხლის საფუძველზე დაჭერილი და ტერიტორიიდან გაყვანილი ცხოველების იგივე ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში და მათი გაყვანისთვის გადახდილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

4. სააგენტოს მიერ ცხოველების დაჭერა-გაყვანის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ძაღლის დაჭერა-გაყვანა - 40 ლარი;

ბ) კატის დაჭერა-გაყვანა - 30 ლარი;

გ) მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერა-გაყვანა - 100 ლარი;

დ) წვრილფეხა პირუტყვის დაჭერა-გაყვანა - 60 ლარი.

5.     ამ მუხლით განსაზღვრული ცხოველების დაჭერა-გაყვანის საფასური არ ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებიდან დასაჭერ/გასაყვან უმეთვალყურეო ცხოველებზე.

მუხლი 62. რეპელენტით ტერიტორიის დამუშავება

1. რეპელენტით ტერიტორიის დამუშავება ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სპეციალური აღჭურვილობით და პრეპარატებით, პირის განცხადებისა და ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე, განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს:

ა) ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების და სათავსოების დათვალიერება-შესწავლას;

ბ) ჩასატარებელი სამუშაოების შინაარსის, სახეობების, მოცულობის და გრაფიკის განსაზღვრას, გეგმის შედგენას და მის შეთანხმებას პირთან;

გ) ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით, დამაფრთხობლებით და სხვა ქმედებებით ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების და სათავსოების დამუშავებას;

დ) დამუშავების პროცესში დაფიქსირებული ქვეწარმავლების დაჭერას.

2.   დაჭერას ექვემდებარებიან მხოლოდ ის ქვეწარმავლები, რომელთა დაჭერა სცილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა სავალდებულო დაჭერის საფუძვლებს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გეგმის შედგენის პროცესში, აუცილებელია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტისგან (შემდგომში – ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტი) მიღებული ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის გათვალისწინება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შედეგად დგინდება ჩასატარებელი სამუშაოების შესაბამისი კატეგორია:

ა) „პირველი კატეგორია“, რაც ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით, სასხურებელი აპარატის საშუალებით, წერტილოვანი ან ხაზობრივი დასხურების მეთოდით, პრეპარატის შესხურებას წვრილი ჭავლით ან გამაფრქვევლით, დასაცავი ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების და სათავსოების გარშემო, წინასწარ განსაზღვრულ პერიმეტრზე;

ბ) „მეორე კატეგორია“, რაც ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას შენობა-ნაგებობებში და მათ სარდაფებში, სხვენებზე, საწყობებში, სხვა, სამეურნეო და დამხმარე დანიშნულების ნაგებობებში;

გ) „მესამე კატეგორია“, რაც ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებამდე, წინასწარ, დასამუშავებელ ტერიტორიაზე ბალახის საფარის დადაბლების, ბუჩქების გაკაფვის, სპეციალური პრეპარატების გამოყენებით სოროების ამოქოლვის ღონისძიებების ჩატარებას, ამ ღონისძიებების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისგან (ბალახის, ბუჩქების და სხვა) ტერიტორიის დასუფთავების გარეშე;

დ) „მეოთხე კატეგორია“, რაც ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებას, ამ ღონისძიებების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისგან (ბალახის, ბუჩქების და სხვა) ტერიტორიის დასუფთავებით.

5. სააგენტო არ აგებს პასუხს ამ მუხლის საფუძველზე გაწეული მომსახურების შედეგებზე, თუ ამ მომსახურების მიწოდების პროცესში ან მომსახურების მიწოდების შემდგომ სამი დღის განმავლობაში შეიცვალა ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დადგენილი ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის პარამეტრები და ტერიტორიაზე ატმოსფერული ნალექის შედეგად შესუსტდა ან სრულად განეიტრალდა ჩატარებული ღონისძიებების ეფექტი.

6.  სააგენტოს მიერ, რეპელენტით ტერიტორიის დამუშავების საფასური, სამუშაოების კატეგორიების მიხედვით, ერთი კვადრატული მეტრის ფართობზე განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) პირველი კატეგორიის სამუშაოები - 0,5 ლარი;

ბ) მეორე კატეგორიის სამუშაოები - 1,0 ლარი;

გ) მესამე კატეგორიის სამუშაოები - 1,5 ლარი;

დ) მეოთხე კატეგორიის სამუშაოები - 2,0 ლარი.

7. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მიზნებისთვის ქვეწარმავლების დაჭერის საფასური შეადგენს 20 ლარს ერთ დაჭერილ ქვეწარმავალზე.

8. სააგენტოს მიერ, ამ მუხლის მიზნებისთვის „მიმდინარე და სამი მომდევნო დღის ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის“ საფასური დგინდება ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მიერ.

9. სააგენტოს მიერ ერთი პირის საერთო ტერიტორიის რეპელენტით დამუშავების მომსახურების საერთო საფასური შედგება:

ა) საერთო ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილებში სამუშაოების კატეგორიების შესაბამისად შესრულებული ცალკეული სამუშაოების საფასურის ჯამისგან;

ბ) დაჭერილი ქვეწარმავლების რაოდენობის მიხედვით, რეპელენტით დამუშავებულ საერთო ტერიტორიაზე ქვეწარმავლების დაჭერის საფასურისგან;

გ) „მიმდინარე და სამი მომდევნო დღის ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზის“ საფასურისგან.“.

3. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საფასური გადაიხდება წინასწარ, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დაყოვნების საფასური, ასევე ტრანსპორტირების პროცესში პირის თხოვნის და მის მიერ დასახელებული ობიექტური გარემოებების საფუძველზე, ტრანსპორტირების მარშრუტის ცვლილების შედეგად გაზრდილი ტრანსპორტირების მანძილის საფასური, 61 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფასური და 62 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფასური, გადაიხდება შესაბამისი მომსახურების მიწოდების შემდეგ, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს (დაყოვნების ხანგრძლივობის, გაზრდილი მანძილის ოდენობის, დაჭერილი ცხოველების/ქვეწარმავლების რაოდენობის შესაბამისად) მოცულობის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი