საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №61 |
|
2014 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ჟ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:”. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) მე-2 მუხლის: ა.ა) ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომპეტენციის ფარგლებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია; “; ა.ბ) ,,კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით;“; ა.გ) ,,მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მ) ვიზიტების ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამინისტროსა და გენერალური შტაბის (შემდეგში - გენერალური შტაბი) ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;”; ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,პ”, ,,ჟ” და „რ“ ქვეპუნქტები: ,,პ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ დასადები სხვა ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სამართლებრივი უზრუნველყოფა; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება; რ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან ასოცირების შეთანხმებითა და აღმოსავლეთ პარტნირობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის კოორდინაცია, მონიტორინგი და შესაბამისი წინადადებების მომზადება.“;
გ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ორმხრივი ურთიერთობების სამმართველო; ბ) ნატოში ინტეგრაციის სამმართველო; გ) საერთაშორისო სამართლის სამმართველო; დ) ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო. 2. ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციებია: ა) საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ბ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია; გ) კომპეტენციის ფარგლებში, პარტნიორ ქვეყნებში სამინისტროს თავდაცვის ატაშეების, სამხედრო და/ან სამოქალაქო წარმომადგენლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა; დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; ე) თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება; ზ) ვიზიტების ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით; თ) საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში/სწავლებებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა; ი) საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამინისტროს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების წარმართვა.
3. ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს პოლიტიკის წარმართვა ნატოში ინტეგრაციის კუთხით; ბ) ნატოსთან ურთიერთობების წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშვება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება, ნატოსთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატოსთან თანამშრომლობის პროგრამების, გეგმების, მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; ე) ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრმლობით; ვ) თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ვიზიტების ეფექტურად წარმართვის მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ნატოსთან არსებული მექნიზმების ეფექტურად წარმართვისა და ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით; ი) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ნატოს ეგიდით საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში/სწავლებებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა.
4. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს ფუნქციებია: ა) თავდაცვის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და კანონმდებლობის შესაბამისად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება; ბ) მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებების შემუშავება; გ) უცხოეთის შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთავრობო ორგანიზაციასთან დასადები იმ ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების (მიუხედავად მათი ფორმისა და სახელწოდებისა) პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა, გაფორმების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და სამართლებრივი უზრუნველყოფა, რომლებიც არ წარმოადგენენ ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშკრულებების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებს, არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით და იდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. დ) კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობის შესწავლის პროცესში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და სამართლებრივი უზრუნველყოფა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ნორმატიული აქტების და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა.
5. ევროკავშირში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს პოლიტიკის წარმართვა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება თავდაცვის სამინისტროს, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასთან და მათ წევრ სახელმწიფოებთან ასოცირების შეთანხმებითა და აღმოსავლეთ პარტნირობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესის კოორდინაცია, მონიტორინგი და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირის კრისიზების მართვის ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალის მონაწილეობის კოორდინაცია; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ევროკავშირთან არსებული მექნიზმების ეფექტურად წარმართვისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორთისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია, თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამინისტროს პოლიტიკის წარმართვა; თ) ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროგრამების, გეგმების, მექანიზმების შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; ი) სხვა, საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული, ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით.
6. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.
7. სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც: ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში; ბ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული მასალების განაწილებაში; გ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს.”. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. |
|