საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.03.2013 ძალადაკარგული 20.02.2025
ნომერი
№218
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016175
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №218

2013 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,პ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,   ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს  ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 15 თებერვლის №107 ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

                                                                   


საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია



საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულებ

მუხლი 1.  ზოგადი დებულებანი

            

1.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომ - ,,დეპარტამენტი’’) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ - ,,სამინისტრო’’) სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ -  ,,მინისტრი’’) სამართლებრივი აქტებით.

 3. დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები

 დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:

ა)   სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და კოორდინაცია;

ბ)   თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

 გ)   კომპეტენციის ფარგლებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია;

დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშვება;

 ე)    კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეების  და სამხედრო/სამოქალაქო წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს თავდაცვის ატაშეების, სამხედრო და/ან  სამოქალაქო წარმომადგენლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

 ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;

თ)     კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ი)    კომპეტენციის ფარგლებში, ნატოში ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია  და შესაბამისი წინადადებების მომზადება, ნატოსთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

  კ)   ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით;

 ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება;

 მ)   ვიზიტების ეფექტურად წარმართვის  მიზნით,  სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;

 ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში/სწავლებებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;

ო)       მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და  მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

 დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის,  მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;

ზ) წარადგენს შუამდგომლობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

თ) ანგარიშს აბარებს მინისტრის შესაბამის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

კ) ახორციელებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს.

3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე. 

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის დროს მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;

დ) ორგანიზებას  უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;

ე) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ეფექტურ ფუნქციონირებას.

მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები და ხელმძღვანელობა

1.  დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

 ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;

 ბ)  ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო.

2.  საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ბ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

გ) კომპეტენციის ფარგლებში,  პარტნიორ ქვეყნებში  სამინისტროს  თავდაცვის ატაშეების, სამხედრო და/ან  სამოქალაქო წარმომადგენლების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

დ) საზღვარგარეთის სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ე) თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) ვიზიტების ეფექტურად წარმართვის  მიზნით,  სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;

თ) საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში/სწავლებებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;

ი) მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

კ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამინისტროს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების  წარმართვა.

3. ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს პოლიტიკის წარმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესის კოორდინაციის უზრუნველყოფა,

ბ) ნატოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშვება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია  და შესაბამისი წინადადებების მომზადება, ნატოსთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

დ) ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის არსებული პარტნიორობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრმლობით;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში არსებული მექნიზმების ეფექტურად წარმართვის, ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროგრამების (გეგმების, მექანიზმების) შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდენციების შესწავლა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება;

თ) თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ი) ვიზიტების ეფექტურად წარმართვის  მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;

კ) საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში/სწავლებებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;

ლ) მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

 4. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ)     დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს  მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.

5.  სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელიც:

ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული მასალების განაწილებაში;

გ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლება-მოვალეობებს.