„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №3 |
|
2018 წლის 25 იანვარი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში (ვებგვერდი, 28/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016175) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) პირველ პუნქტს დაემატოს ,,ვ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ვ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველო: ვ.ა) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მხარდაჭერის განყოფილება.". გ) მე-3 პუნქტის ,,კ“-,,პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. დ) 31 და 32 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,8) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების პროცესის მონიტორინგი, კოორდინაცია და შეფასება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების პროცესის შესახებ ანგარიშების მომზადება; დ) ნატოს ძირითად ჯგუფთან თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით; ე) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების ლიდერებთან (ქართული და უცხოური მხარე) თანამშრომლობის წარმართვა; ვ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლობებთან, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ზ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; თ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ვიზიტების ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა შესაბამისი საინფორმაციო მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.01.2018.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.01.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 120010000.22.026.016551.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.01.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3, 25.01.2018, სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016551 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4021915/