,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№70
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.016416
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/09/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №70

2016 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

 


,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და  24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მარტის  №218 ბრძანებაში (ვებგვერდი, 28/03/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016175) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:

,,ს) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ დასადები სხვა ხელშეკრულებების და შეთანხმებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი.’’.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:

„6. სამმართველოს/განყოფილებას ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების უფროსი, რომელიც:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას;

ბ) ახორციელებს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

გ)  დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს/განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრული სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო ასეთი აქტის არარსებობის შემთხვევაში სამმართველოს მოხელე  ამ მუხლის 41 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.

8.  სამმართველოს უფროსს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე მოადგილე. სამმართველოს უფროსის მოადგილე მისი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

გ) მონაწილეობს სამმართველოში შემოსული მასალების განაწილებაში;

დ) ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებლია სამმართველოს უფროსის წინაშე;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.              

3. მე-4 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები“;

ბ) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ნატოში ინტეგრაციის სამმართველო:

ბ.ა) ნატოსთან თანამშრომლობის განყოფილება;

ბ.ბ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდინაციისა და მონიტორინგის განყოფილება.“;

გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: 

,,ე) საერთაშორისო სამართლის სამმართველო.“.

დ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)  კომპეტენციის  ფარგლებში,  ნატოსთან  თანამშრომლობის  პროგრამების,  გეგმების,  სხვა ფორმატების  შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებთან ერთად, მათი განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი;“;

ე) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“- „პ“ქვეპუნქტები:

„კ) კომპეტენციის  ფარგლებში,  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროექტების  შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებთან კოორდინაციით;

ლ) კომპეტენციის  ფარგლებში,  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  განხორციელების პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით;

მ) ნატოს ძირითად ჯგუფთან თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით;

ნ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების ფარგლებში განსაზღვრულ ქართველ და უცხოელ პროექტების ლიდერებთან თანამშრომლობის წარმართვა;

ო) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  განხორციელების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;

პ) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.”;

ვ)  მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 და 32 პუნქტები:

„31. ნატოსთან თანამშრომლობის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.

32. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კოორდიინაციისა და მონიტორინგის განყოფილების კომპეტენციაა ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,კ“ – „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.“;

ზ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. საერთაშორისო სამართლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სამინისტროს მიერ უცხოეთის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსთან, საერთაშორისო და/ან არასამთარობო ორგანიზაციასთან საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში დასადები ხელშეკრულებებისა (გარდა სახელმწიფო შესყიდვების) და შეთანხმებების პროექტების მომზადება, მათი გაფორმების და/ან მათთან შეერთების, ასევე მათი შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებების შემუშავება და კანონმდებლობის შესაბამისად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება;

ბ) უწყებებიდან შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში მომზადებული, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების  სამართლებრივი ექსპერტიზა თავდაცვის სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

დ) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების პროცესში მონაწილეობა, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების პროცესის კოორდინაციის ხელშეწყობა;

ე) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში საერთაშორისო სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;

ვ) თავდაცვის სფეროში არსებული აქტუალური საერთაშორისო-სამართლებრივი საკითხების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში უცხო სახელმწიფოების თავდაცვის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებისა  და სამხედრო/სამოქალაქო წარმომადგენლობებთან ურთიერთობაში მონაწილეობა;

თ) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში  საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს მონაწილეობით წარმოებული საქმეებისათვის მასალების მომზადების პროცესში მონაწილეობა;

ი) დეპარტამენტის ამოცანების ფარგლებში საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება;

კ)  თავდაცვის სფეროში  პარტნიორი ქვეყნების კანონმდებლობის შესწავლის პროცესში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით.”.

თ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 26 სექტემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია