თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.08.2014
ძალის დაკარგვა 03.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.176.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 714 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.08.2014 მიღება
03.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2014 წლის 8 აგვისტო ქ. თელავი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს; მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ქალაქ თელავის მერიის იურიდიული სამსახურის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 დადგენილება  ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე;ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე დანართი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ თელავის მერიის იურიდიული სამსახურის  დანიშნულებას, მართვის ორგანიზებას, ამოცანებს და უფლება-მოვალეობებს. 2. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური (შემდგომში -სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც  უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების სამართლებრივ დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და მომართვების განხილვას, მერიის სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნის მომზადებას, მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. იურიდიული სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ და მერიის დებულების მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოვალეობებს. 6. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები მტკიცდება  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით. მუხლი 2🔗. სამსახურის უფლებამოსილებები და ამოცანები 1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად იურიდიული სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოში განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას; გ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს მერის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს ( მათ შორის  ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.); დ)  უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების გატარებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად; ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე; ვ) განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს, ითანხმებს მათი საქართველოს კანონმდებლობასთან და მერიის, როგორც სამართალურთიერთობის სუბიექტის,  სამართლებრივ ინტერესთან შესაბამისობის საკითხს; ზ) შეისწავლის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს, მოსაზრებებს და შესაბამისი რეაგირებისათვის წინადადებებს წარუდგენს მერს; თ) განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს; 2. სამსახურის ამოცანებია: ა) საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) ცალკეულ  საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა; გ) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით  წარმოშობილ  ცალკეულ საკითხებზე რეკომენდაციის მომზადება. დ) მერიის თანამშრომელთათვის კონსულტაციის გაწევა  მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;    ე) მონაწილეობა მერიის ბიუჯეტის ფორმირებაში; ვ) მერიისა და მერის, აგრეთვე მერიის სტრუქტურული  ერთეულების წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებსა და დაწესებულებებში; ზ) მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების პროექტების შემუშავება თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „საჯარო სამართლის შესახებ“ კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2.  მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. 3. სამსახურის უფროსი,  კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) ხელმძღვანელობს და წარმართვას სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია მერის წინაშე დაკისრებული უფლება - მოვალეობების შესრულებაზე; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) წარუდგენს მერს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ. დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის,  აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და რეკომენდაციებს; ე) ზედამხედველობას უწევს სამსახურის სპეციალისტების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) პერიოდულად წარუდგენს მერს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ზ) ახორციელებს მერიაში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების ვიზირებას; თ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. სამსახურის მოსამსახურის უფლება - მოვალეობები 1. სამსახურის მოსამსახურეს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „საჯარო სამართლის შესახებ“ კანონის  შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მოსამსახურე პასუხისმგებელია მერისა და სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. 3. მოსამსახურე უშუალო ხელმძღვანელს წარუდგენს წინადადებებს მისი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე. 4.მოსამსახურე ვალდებულია: ა) დაიცვას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულოს უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ)   შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვას საიდუმლოების რეჟიმი; დ)    შეასრულოს დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდეს მის სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო - საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.        მუხლი 5🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის,    რეორგანიზაცის და ლიკვიდაციის წესი 1.სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  ქალაქ თელავის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.