თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შ ე ს ა ხ ე ბ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2014 წლის 8 აგვისტო ქ. თელავი |
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 16-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ–ბ“ ქვეპუნქტის და 93–ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს;
|
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
1. ეს წესი აწესრიგებს თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
5. თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსაკრებლი ამოიღება ამ წესის შესაბამისად.
მოსაკრებლის გადამხდელია თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი.
1. მოსაკრებლის განაკვეთს, განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლი შესაბამისად.
2. მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის გაიანგარიშება – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნას ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
8. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.
9. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს
11. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ ნარჩენების წარმოქნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4. თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
5. გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
6. ნარჩენების წარმომქნელის მიერ ნარჩენების წარმოქნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.
7. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს.
8. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის საცხოვრებელ ადგილას არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საფუძველზე.
2. ქვითრის ტიპიური ფორმის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი;
3. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში, როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.
იურდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელის განაკვეთები
მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა: მ = წ.დ.ნ : 12 X ტ მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე; წ.დ.ნ – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა; ტ – 1 მ3 ნარჩენის გატანის, გაუვნებელყოფის და კონტეინერის ექსპლუატაციის ტარიფი.
|